მოლდოვამ ექვს ტელეარხს, რომლებიც უკრაინაში ომზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, ლიცენზია შეუჩერა

მოლდოვამ ექვს ტელეარხს, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებდნენ უკრაინის ომის შესახებ ლიცენზია შეუჩერა – ამის შესახებ ინფორმაციას უკარინის “რადა” მოლდოვის მთავარობის ვებგვერდზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, გადაწყვეტილება საგანგებო სიტუაციების კომისიამ მიიღო.

შეზღუდვები ვრცელდება მოლდოვის ტელეარხებზე: TV6, Orhei TV. Primul in Moldova, Accent TV, ისევე როგორც რუსული მაუწყებლების: RTR Moldova და NTV Moldova-ის [მოლდოვის ფილიალები] მიმართ.

არხებს ლიცენზიები შეუჩერდათ „ეროვნული საინფორმაციო სივრცის დაცვისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელების ან საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობის გზით დეზინფორმაციის რისკის თავიდან აცილების მიზნით“.

მსგავსი თემები