რუსეთმა უკრაინაში 449 ბავშვი მოკლა

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 449 ბავშვი მოკლეს, დაშავდა 1308-ზე მეტი, – ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა:

დონეცკის რეგიონში – 428, ხარკოვის ოლქში – 2676, კიევის ოლქში – 117, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 65, მიკოლაევის ოლქში – 80, ხერსონის ოლქში – 74, ზაპოროჟიეს ოლქში -78 ლასტროვის ოლქში – 64, დნეპროპეტროვსკის ოლქი 34, ლასტროვის ოლქში -64.

რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 3126 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 337 სრულად განადგურდა.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები