“ქართული ოცნების” ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს – ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

 “ქართული ოცნების” პარტიის ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე საკითხის განხილვას გეგმავს. მათ შორის არის 2 ვიცე-სპიკერისა და 3 კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანტური თანამდებობა.

დღესვე მმართველი გუნდი დიმიტრი ხუნდაძისა და აკაკი ზოიძის ინიციატივებთან დაკავშირებითაც მიიღებს გადაწყვეტილებას.

უმრავლესობის წევრის შოთა ხაბარელის განმარტებით, დღეს სხდომაზე ყველა მნიშვნელოვან თემაზე გაიმართება მსჯელობა.

“იქნება მსჯელობა მიმდინარე საკითხებზე. რა თქმა უნდა, ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც არის წამოჭრილი. რაც შემეხება მე, მხარს შერეულ საარჩევნო სისტემას ვუჭერ,” – აღნიშნა ხაბარელმა.

აღსანიშნავია, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან სამართალდამცველების უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული.

მსგავსი თემები