FIFA-მ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უარი უთხრა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დაწყებამდე მაყურებლებისთვის მიმართვაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ”სიენენი” წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა FIFA-ს შესთავაზა, რომ ზელენსკი ფინალური თამაშის დაწყებამდე ვიდეო ლინკით ჩართულიყო, თუმცა ორგანიზაციამ შემოთავაზებაზე უარი განაცხადა.
”სიენენის” ცნობით, FIFA-სა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს. ინფორმაცია ორგანიზაციას ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.