,,ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია”- ირაკლი ზარქუა

,,ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია” – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.

ზარქუას თქმით, თუ ვინმე პარლამენტის დატოვე უნდა, შეუძლია ”ადგეს და გავიდეს”.

„ხაბე“, მაგრად დადექი ძმაო, გამოწვევებია. რასაც თქვენ ხედავთ პერფორმანსებს, მათ შორის, რაც პარლამენტში დადგეს, დანარჩენი კიდევ რაც არის, უკავშირდება იმას, რომ ხომ გახსოვთ, ჩვენს ქვეყანას რომ უწყობდნენ რევოლუციას და ცხელ შემოდგომა- ზამთარს, ახლა პარტიაში, შიგნით მოხდა გადატრიალება და არის კეზერაშვილის ფინანსებზე გავლენების მოპოვებისთვის წინასაარჩევნო კამპანია. ვინ უფრო აქ მაღალ რადიკალიზმის ხარისხს წარმოადგენს, ალბათ ის გაიმარჯვებს, თორემ რად უნდა ამდენი განცხადება, თუ ვინმეს უნდა დატოვება, ადგეს და გავიდეს, მერამდენედ მოვისმინეთ, „დღეს არა – ხვალ“, „ის გავიდეს, მეც გავალ“. თუ შენ რწმენა გაქვს, რომ მანდატების დატოვებით რაღაცას მოიქმედებ და შედეგზე გახვალ, გააკეთე, რად უნდა ამდენი საუბარი. ჩემი პოზიციაა, რომ შიგნით უნდა იყვნენ და თუ აქვთ რამე გონივრული, ჭკვიანური აზრი და ხედვა ევროინტეგრაციის გზაზე, წარმოადგინონ, თუ უნდათ მუშაობა და თუ არ უნდათ, აგერ არის კარიც, გზაც და აქციებიც. ეს კინო ნანახი გვაქვს“, – განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი თემები