,,რა უჯდება ქვეყანას სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა?”- რატი იონათამიშვილი

,,რა უჯდება საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა?,” – ამ კითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოებას აინტერესებს, გადასახადების გადამხდელებს რა უჯდებათ სააკაშვილის მკურნალობისა და პატიმრობის ხარჯები.

„რა უჯდება საქართველოს, ჩვენს მოსახლეობას მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მკურნალობა? 400 დღის წინ ეს ადამიანი შემოვიდა იმისთვის, რომ დაერბია ჩვენი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარი პარტია დაარბია, ეს კითხვა ძალიან აქტუალური და საინტერესოა, განსაკუთრებით იმის ფონზე, როდესაც ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, როგორ ებრძვიან დღესაც ჩვენს ქვეყანას, ებრძვიან სიმართლეს და სინამდვილეს, ტყუილით და სიცრუით უპირისპირდებიან ამ ყველაფერს. საზოგადოებას აინტერესებს, რომ ეს 400 დღე, როდესაც ამ ადამიანებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რომ დაეზიანებინათ ეს ქვეყანა, გადასახადების გადამხდელებს რა უჯდებათ სააკაშვილის მკურნალობისა და პატიმრობის ხარჯები?“ – განაცხადა  იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები