,,ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი, 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიატანონ სული”- ოდიშარია

,,მიმაჩნია, რომ ეს არის სააკაშვილის ბიძის, ალასანიას დირექტივა ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც ალბათ მათი მხრიდან მანდატების დატოვებასთან იყო დაკავშირებული,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

ბექა ოდიშარია „ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის შიმშილობას გამოეხმაურა.

,,მე არ ვიცი ახლა რითი არის ეს შიმშილობა განპირობებული, მე უფრო მიმაჩნია, რომ ეს ალბათ არის სააკაშვილის ბიძის, ბატონი ალასანიას დირექტივა, და ან მისი მკაცრი დირექტივის კომპენსირება, რომელიც ალბათ დაკავშირებული იყო რომ მათ დაეტოვებინათ მანდატები.

ძალ-ღონე შეინახონ, ამხელა პრაიმერისი აქვთ გადასატანი, და კამპანია კიდევ 28-29 იანვრამდე ხომ უნდა მიატანონ სული და შეინახონ ძალები, მითუმეტეს, მე როგორც ვხვდები, მოშიმშილეებს შორისაც სულ სხვადასხვა კანდიდატების მხარდამჭერები არიან”,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა, დავით კირკიტაძემ, ანა წითლიძემ და აბდულა ისმაილოვმა შიმშილობას გამოაცხადეს.

მსგავსი თემები