,,ქართველი ხალხი მაგონებს “კავკასიური ცარცის წრეს”- ნინო ნადირაძე

,,გამიხარდება თუ ის დათმობს, ვისაც მე ამდენი წელია ხმას ვაძლევ”- კლინიკა”ვივამედის” გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრის დროს განაცხადა.

,,არასოდეს დამიმალავს ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, ჩემი პოლიტიკური არჩევანი. საქართველოს მოსახლეობა ძალიან მაგონებს “კავკასიური ცარცის წრის” სიუჟეტს, ასე ვთქვათ – ჩვენ ის ბავშვი ვართ, ვისაც გვექაჩებიან აქეთ და იქით და დაე, მან გაგვიშვას ხელი, ვისაც ყველაზე უფრო ვუყვარვართ. ვისაც ჩვენი ტკივილი სტკივა და ეს პროცესი გამოაჩენს, ვის ვუყვარვართ და ვინ წავა დათმობაზე, ვინ გაგვიშვებს ხელს და მე გამიხარდება, თუ ეს იქნება ის, ვისაც მე ამდენი წელია ხმას ვაძლევ,”-  განაცხადცა ნინო ნადირაძემ ტელეკომპანია “იმედის”.

მსგავსი თემები