რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს

რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ილონ მასკის შესახებ წერდა, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. დაბლოკილებს შორის არიან „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები.

როგორც „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება.

„ტვიტერის“ უსაფრთხოებისა და ნდობის საბჭოს ცნობით, ახალი წესები რამდენიმე დღის წინ ამოქმედდა და „ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გავრცელებას კრძალავს.

„ტვიტერში“ განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.

 

 

მსგავსი თემები