მონაზონზე ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებაზე, ხაშურის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ადვოკატის განცხადებით, დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ და სასამართლო პროცესზე დუმილის უფლებით ისარგებლებენ.
,,რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დააფიქსირეს ორივემ მკაფიოდ პოზიცია, რომ წარგდენილ ბრალდებას არ ეთანხმებიან. საქმეში დაზარალებულის ჩვენება არის, დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზები, ჩატარებულია მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები”, – განაცხადა ადვოკატმა, გიგა ჯეირანაშვილმა.
შეგახსენებთ, ხაშურის დედათა მონასტერში 25 ნოემბერს, ორმა პირმა 70 წლის მონაზონს ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და მასზე სექსუალურად იძალადა.