ზურაბ ჭიაბერაშვილს “ენმ”-ს თავმჯდომარეობა უნდა

ზურაბ ჭიაბერაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე ფიქრობს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, არსებულ სამ კანდიდატში ვერ ხედავს მაკონსოლიდირებელ ეფექტს.

“მე, რაც მაწუხებს – არსებული კანდიდატები შეძლებენ, თუ არა სწორედ მეორე თუ მესამე მხარისთვის ხელის გაწვდენას და მაკონსოლიდირებელი ფუნქციის შესრულებას. ძალიან ბევრ ადამიანს, ვისთანაც მე მისაუბრია, აწუხებთ ერთი რამ – ისინიც კი, ვინც შეიძლება სხვა პროდასავლური პარტიის მხარდამჭერები იყვნენ, ამბობენ, რომ თუ ჩვენ გვინდა შევკრათ საერთო ერთობა, ასეთი კონფრონტაცია ენმ-ში მხოლოდ ამ პარტიას კი არ ასუსტებს, არამედ ოპოზიციურ ერთობას. ზოგადად, მაკონსოლიდირებელი ეფექტი არის ზუსტად ის, რაც ჩემი ფიქრის მთავარი [მოტივია]”. – თქვა ჭიაბერაშვილმა.

ჭიაბერაშვილმა ევროპული საქართველო 2021 წლის თებერვალში დატოვა.

მსგავსი თემები