,,რუსეთი ფარული მობილიზაციის ახალ ტალღას ამზადებს” – უკრაინის გენ.შტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთმა ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის მზადება დაიწყო.

უწყების ინფორმაციით, მობილიზაცია უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც იგეგმება.

„რუსი ოკუპანტები ახორციელებენ მოსამზადებელ ზომებს ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღისთვის. არსებული ინფორმაციით, ე.წ. მობილიზაცია იგეგმება რუსეთის და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ფარული მობილიზაციის მორიგი ტალღის დაწყება მიმდინარე წლის 10 დეკემბრიდან არის მოსალოდნელი“ – აღნიშნულია უკრაინული მხარის განცხადებაში.

მსგავსი თემები