,,მერაბიშვილს თუ ექნება ამბიცია, წინა პლანზე იდგეს „ნაციონალურ მოძრაობაში“, ვფიქრობ, ჩვენი პარტიისთვის ეს მუდმივად ოპოზიციაში ყოფნის წინაპირობაა”- ბაჩო დოლიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძის განცხადებით,  იმ შემთხვევაში, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება.

დოლიძეს შეფასებით, ”ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად ოპოზიციაში ყოფნას თუ აპირებს, არა მარტო ხატია დეკანოიძე, არამედ ბევრი მხარდამჭერი არ იქნება ამ პარტიაში.

„ჩემგან საუბარი იყო ვანო მერაბიშვილზე, თუ გადაწყვიტა, რომ მისი ადგილი უნდა იყოს მენეჯმენტში, პარტიის წინა ხაზზე, ვფქირობ, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ძალიან პრობლემური იქნება ხელისუფლების ცვლილება. ბევრი მიზეზის გამო, მე ასე ვუყურებ, ძალიან გაგვიჭირდება ამ კონფიგურაციით არსებული რეჟიმის დამარცხება. სწორება უნდა გვქონდეს მომავალზე და იმაზე, რა უნდა გავაკეთოთ, შესაბამისად, ამას ჭირდება ეფექტური, ერთ მუშტად შეკრული გუნდი. პიროვნული უთანხმოება ნამდვილად არ მაქვს ვანო მერაბიშვილთან, შეიძლება, მხარს უჭერდეს პარტიას, ურთიერთობა ჰქონდეს უამრავ ადამიანთან, ეს ჩემი საქმე არ არის, არც ვერევი და ვერ დავუშლი ვერავისთან კომუნიკაციას, მაგრამ პოლიტიკა არის პოლიტიკა. შესაბამისად, თუ მთავარ ოპოზიციურ ძალაში წინა პლანზე იქნება ვანო მერაბიშვილი, ჩემი გადმოსახედიდან, ამ პარტიას ძალიან გაუჭირდება ხელისუფლების ცვლილება“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.

მსგავსი თემები