რუსეთმა კიევი დაბომბა – ხელისუფლება მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს

ცოტა ხნის წინ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკო ადასტურებს.

მისი თქმით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რამაც ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია.

,,დაარტყეს დედაქალაქის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტს. დარჩით თავშესაფრებში! კიდევ რამდენიმე აფეთქება მოხდა დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და მედიკოსები.”, – წერს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო. 

 

მსგავსი თემები