მარნეულში, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა 23.11.2022 მედიაცენტრი მთავარი მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევას 17 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მერაბ კოსტავას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომანქანა დაეჯახა. გოგონა სასწრაფო დახმარების ბრიგადას დაღუპული დახვდა.