,,მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შიშითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ სამშობიაროზე განხორციელებული თავდასხმას ეხმიანება, რომელსაც ახალშობილი ემსხვერპლა. მისი თქმით,  რუსეთი პასუხს აგებს იმ ბოროტების გამო, რაც მან უკრაინას მოუტანა.

,,ტერორისტული სახელმწიფო აგრძელებს ბრძოლას მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ობიექტების წინააღმდეგ. ვილნიანსკის საავადმყოფოს სამშობიაროზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩვილი გარდაიცვალა, ქალი კი დაშავდა. ნანგრევების ქვეშ, სავარაუდოდ, ისევ ხალხია.

ოკუპანტებმა კუპიანსკის მაღალსართულიანი შენობა და პოლიკლინიკა დაბომბეს. ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა სერვისი მუშაობს ადგილზე.

მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შიშითა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც 9 თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც მიაღწევს. სამაგიეროდ, ის პასუხს აგებს იმ ბოროტების გამო, რაც მან ჩვენს ქვეყანას მოუტანა,”- განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები