“არ უნდა მივეცეთ ილუზიას, ვირუსი არ დაგვიმარცხებია და ვერც დავამარცხებთ” – ამირან გამყრელიძე

„კორონავირუსი ჩვენთან ერთად არის, ის ცირკულირებს ქვეყანაში და არსად არ წასულა,“ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას კვლავ რეკომენდაციებს ახსენებს და აღნიშნავს, რომ პირდაპირი ვაქცინის შექმნამდე ერთადერთ თავდაცვის საშუალებად მხოლოდ რეკომენდაციების შესრულება რჩება: „არ უნდა მივეცეთ ილუზიას, ვირუსი არ დაგვიმარცხებია და ვერც დავამარცხებთ, ცალკე აღებული საქართველო ვერ დაამარცხებს, ეს მოხდება გლობალურად, ამიტომ უნდა დავიცვათ მარტივი რეკომენდაციები, პირბადის ხმარება, რომელსაც აღარ იყენებენ ტაქსებში, მეტროში, მეორე გახლავთ დისტანცია და დიდი თავშეყრის ადგილები.

სამწუხაროდ პირდაპირ მოქმედების ვაქცინა არ აქვს ჯერ მსოფლიოს, ერთადერთი დაავადების აცილების საშუალება არის რეკომენდაციები, პრეზიდენტმა ტრამპა, ვინც წინააღმდეგი იყო, გაიკეთე პირბადე, მან მოუწოდა ხალხსაც, ჩვენს მოსახლეობას  კი ეცინება, პირბადე სავალდებულოა, როცა ერთ ადამიანს უკეთია დაავადებულიც, რომ იყოს გადადების რისკი 3 – 5 % – ზე ნაკლებია.“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მსგავსი თემები