სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და იძულების ბრალდებით ბიზნესმენი დააკავეს

სექსუალური ხასიათის დანაშაულისა და იძულების ბრალდებით ხაშურში უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. საქართველოში მცხოვრები ებრაელი ბიზნესმენი, გიდონ ჰაკამი ხაშურში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, 60 წლამდე ასაკის ბიზნესმენი მამაკაცი სისტემატურად ძალადობდა მის მეგობარ ახალგაზრდა ქალზე.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 11″-139 და 126″ მუხლებით.

მსგავსი თემები