საუდის არაბეთში, არგენტინასთან გამარჯვების გამო, ხვალინდელი დღე დასვენებად გამოცხადდა

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა, არგენტინასთან გამარჯვების გამო, ხვალინდელი დღე დასვენებად გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა ESPN ავრცელებს.

დასვენების დღე შეეხება, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს. არ იმუშავებს სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები.

დღეს, 22 ნოემბერს, საუდის არაბეთმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში რთული მეტოქე, არგენტინის ნაკრები, ანგარიშით 2:1 დაამარცხა და ამ ეტაპზე ჯგუფის ლიდერია.

 

მსგავსი თემები