,,რა ამბავი ატეხა , რა ისტერიაა, სულ კუნთებზე იყურება ეს ბიჭი”- თაკო ჩარკვიანი მელიაზე

პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ნიკა მელიამ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას რეიტინგი დაუკარგა.

თაკო ჩარკვიანის შეფასებით, დასავლური ვექტორის ოპოზიციურ პარტიას მოქმედებაში მყოფი ლიდერი უნდა ხელმძღვანელობდეს.

„დღეს როდესაც მესმის ძალიან სამარცხვინო გამონათქვამები, საბედნიეროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მცირე წარმომადგენლებიდან – თქვენ რატომ ლაპარაკობთ სხვის პარტიაზე? ჩვენ იმდენად გავითავისეთ პროცესი 2018 წელს, დასავლური ვექტორი რომ არ დასუსტებულიყო, მაშინ არ ვიყავით სხვისი პარტია? ჩვენ ვგულშემატკივრობთ პროცესს, ნიკა მელია ერქმევა იმას, პეტრე, თუ პავლე, პიროვნულად არ მაინტერესებს, ჩემთვის ეს ლიდერი გახდა ის, რომ მსხვილ ოპოზიციურ პარტიას დაუკარგა რეიტინგი, პროცენტი და ეს ძალიან არ მსიამოვნებს. ბევრი წავიდა მასთან დაპირისპირების გამო, იგივე ნონა მამულაშვილი, ყველა გაიქცა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 

მსგავსი თემები