,,ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს.

მისი თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას იმდენხანს, რამდენი ხანიც საჭირო იქნება.

„ევროკომისია უკრაინისთვის დამატებით 2.5 მილიარდ ევროს გამოყოფს. 2023 წლისთვის 18 მილიარდ ევროს გამოყოფას ვგეგმავთ, დაფინანსების რეგულარულად გაცემით. გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისა და სწრაფი აღდგენისთვის, რაც წარმატებულ რეკონსტრუქციას გამოიწვევს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

 

მსგავსი თემები