,,ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არ გზავნი”- გიორგი ვაშაძე

,,თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს,”- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, უკრაინა დეოლიგარქიზაციის კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ელოდება.

„რას არ გვიმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნონ. თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საკითხთან დაკავშირებით განხილვა უკვე საბავშვო ბაღის დონეზეა – წარმოუდგენელი აბსურდი ტრიალებს. პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს მივმართავ – ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არ გზავნი, რაც იმას ნიშნავს, პირდაპირ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე – მორჩა, დამთავრდა წერტილი. საქართველოს პარლამენტისგან ამას ითხოვს ევროკავშირი, აშშ, სამოქალაქო სექტორი, ოლივერ ვარჰეი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასე ძალიან შეუყვარდათ. ისიც კი ამბობს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

მსგავსი თემები