უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკოს ინფორმაციით, რუსეთი იანვარში მობილიზაციის მეორე ტალღისთვის ემზადება. მისივე თქმით, რუსეთი 500,000-დან 700,000-მდე სამხედროს მობილიზებას გეგმავს.
,,რუსეთი ემზადება, რომ მობილიზაციის მეორე ტალღა იანვარში დაიწყოს. მათი გეგმა არის, რომ 500,000-იდან 700,000-მდე პირი გაიწვიონ. აქამდე გაწვეული 300,000 სამხედრო – უკვე მოკლულია, დაჭრილი ან დემორალიზებული. რუსები იწყებენ უკმაყოფილების გამოხატვას – ისინი ვერ იგებენ, რატომ არის ამდენი დანაკარგი ნაქებ არმიაში”, – წერს გერაშჩენკო სოციალურ ქსელში.