,,ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება”- კელი დეგნანი დევიდ კრამერზე

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებას ეხმიანება. ელჩის თქმით, კრამერი არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს საქართველოზე და აინტერესებს მისი წარმატება.

„ეს არის ადამიანი, რომელიც საქართველოს კარგად იცნობს, ზრუნავს, აწუხებს მისი ბედი და მე არ მინდა, კომენტარი გავაკეთო მის კომენტარებზე, თუმცა ვიტყვი, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც ნამდვილად ზრუნავს და აინტერესებს საქართველოს წარმატება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის,  დევიდ კრამერმა განაცხადა: „სანქციები უნდა დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე იმ ადამიანებს, რომლებიც ასრულებენ ივანიშვილის დავალებებს“.

მსგავსი თემები