მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლაზე პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს

სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ექსპრეზიდენტის შესაძლო მოწამლვასთან დაკავშირებით.

უწყება აცხადებს, რომ მოწამვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის უტყუარობის დამადასტურებელი ოფიციალური დასკვნა მათთვის არავის მიუწოდებია.

,,მიხეილ სააკაშვილი იმყოფება საავადმყოფოში სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ და უტარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები. საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას გადაუმოწმებელი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებისკენ”- ვკითხულობთ განცხადებაში.

ადვოკატის, ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.

მსგავსი თემები