,,2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე, ექსპორტში შემცირებულია”- ლაშა ხუციშვილი

,,2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რუსეთის წილი, როგორც ტურიზმში, ასევე, ექსპორტში შემცირებულია,” – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, საქართველოს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა.

„ომის არაპირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: რეგიონში საინვესტიციო კლიმატის გაუარესება, ლოგისტიკური პრობლემები და ენერგომატარებლებზე ფასების ზრდა, გაცილებით მნიშვნელოვან რისკებთანაა დაკავშირებული, ვიდრე ისეთი პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა: ექსპორტი, მიგრაცია, ფულადი გადმორიცხვები და ასე შემდეგ. თუმცა ხშირია შემთხვევები, როდესაც პოსტპანდემიური აღდგენა, განსაკუთრებით – ტურისტულ ქვეყნებში, თუ ეს ქვეყანა რუსეთის სამეზობლოშია, ხშირად მიგრაციულ ტალღებსა და ომთან დაკავშირებულ სხვა მოვლენებს მიეწერება. ბუნებრივია, მიგრაციული ტალღების ეფექტი ეკონომიკაზე დადებითია, განსაკუთრებით – თუ საქმე ეხება შედარებით მაღალშემოსავლიანი ადამიანების მიგრაციას, თუმცა მხოლოდ ამ პირდაპირი ეფექტების ანალიზიც კი აჩვენებს, რომ ომთან დაკავშირებული მიგრაციის, ტურიზმისა და ექსპორტის ჯამური ეფექტი – უარყოფითია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფლაციასა და საინვესტიციო კლიმატზე“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

 

 

მსგავსი თემები