,,ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას მიმდინარე გამოძიებაში”- ნატო-ს და ”დიდი შვიდეულის” განცხადება

ბალიში, “დიდი ოცეულის” სამიტზე მყოფი ნატო-სა და “დიდი შვიდეულის” ლიდერები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ლიდერები პოლონეთს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ და პოლონეთს მიმდინარე გამოძიებაში დახმარებას სთავაზობენ.

,,ვგმობთ ბარბაროსულ სარაკეტო თავდასხმებს, რომელიც რუსეთმა განახორციელა სამშაბათს უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ განვიხილეთ აფეთქება, რომელიც მოხდა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში უკრაინის საზღვართან. ჩვენ ვთავაზობთ სრულ მხარდაჭერასა და დახმარებას პოლონეთის მიმდინარე გამოძიებაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ დავრჩეთ მჭიდრო კავშირში, რათა განვსაზღვროთ შესაბამისი შემდგომი ნაბიჯები გამოძიების მიმდინარეობისას”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი თემები