ბავშვებში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა

 „პედიატრიულ ასაკში კორონავირუსის გავრცელებამ მოიმატა“ –  განუცხადა „მედიაცენტრ მთავარს“ იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, პედიატრიული განყოფილების უფროსმა თემურ მიქელაძემ.

„ბავშვებში კორონავირუსის შემთხვევების მატება გამოიწვია მეტნაკლებად, სკოლებისა და ბაღების გახსნამ. იმისათვის, რომ არ მივიღოთ იგივე, რაც გვქონდა ნოემბერ-დეკემბერში და არ მოხდეს სასკოლო დაწესებულებების დახურვა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა დანის წვერზე უნდა ვიაროთ. ამისთვის კი აუცილებელია, ჰიგიენური ნორმები თითოეულმა ჩვენთაგანმა დაიცვას“ – განუცხადა პედიატრმა „მედიაცენტრ მთავარს“.  

მსგავსი თემები