,,გაურკვეველი დიაგნოზების საკითხი დგას”- ადვოკატი

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მედიკოსები მესამე პრეზიდენტის დიაგნოზებს ისევ ვერ ადგენენ. მისი თქმით, ექიმები ჯერ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ტუბერკულოზის ქონა-არქონის საკითხს.

,,ჯერ ვერც უარყოფენ და ვერც ადასტურებენ ტუბერკულოზის ქონა-არქონის საკითხს. სახსრის ტკივილთან დაკავშირებითაც რაიმე კონკრეტული დიაგნოზი არ დასმულა ანუ შეიძლება ხმამაღლა ითქვას, რომ გაურკვეველი დიაგნოზების საკითხი დგას ჯერჯერობით. დარწმუნებული ვარ, რასაც „ვივა-მედის“ ექიმები აცხადებენ, იგივეს დააკოპირებს ქოფი-ფეისთით, იტყვიან, რომ აქვს ადაპტაციური აშლილობა და სტრესი. ამ მათ პოზიციას საკმაოდ სერიოზული გამოცდა ელოდება სასამართლო პროცესზე, თავშივე მინდა გავაფრთხილო,”- განაცხადა ხაჭაპურიძემ.

 

მსგავსი თემები