რუსთავში პიტბულმა 18 წლის ბიჭი დაკბინა

რუსთავში, შარტვას გამზირზე 18 წლის ბიჭი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა. ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

დაშავებული ბიჭის დედის განცხადებით, ეზოში დაბმულმა პიტბულმა აიწყვიტა და მისი შვილი ფეხის არეში დაკბინა. ბიჭს ორ ადგილს ღრმა ჭრილობა აქვს.

 

მსგავსი თემები