,,როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა შეგროვდება, კენჭისყრას აზრი ექნება”- შალვა პაპუაშვილი

„როდესაც ომბუდსმენობის რომელიმე კანდიდატზე კვალიფიციური უმრავლესობა შეგროვდება კენჭისყრას აზრი ექნება და პროცესიც დაიწყება. ყველას მოვუწოდებ,იმ პერსპექტივით შევხედოთ საკითხს, რომ არ იყოს რადიკალური პოლუსები აქაც და შევძლოთ შეთანხმების მიღწევა, რაც ყველას ინტერესშია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

სახალხო დამცველობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ობიექტური მიზეზის გამო მოუწია გრაფიკის გახანგრძლივება. გასულ კვირას პარლამენტის თავმჯდომარე და ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ვიზიტში იმყოფებოდნენ. საქართველოში არ იყო ოპოზიციონერი რამდენიმე დეპუტატიც. შალვა პაპუაშვილის თქმით, გაიმართება პოლიტიკური  კონსულტაციები და პროცესიც შესაბამისად დაიგეგმება.

„სახალხო დამცველის არჩევა  არის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი. პროცესი იყო გამჭვირვალე.  ერთადერთი შენიშვნა, რაც მე მოვისმინე, იყო მის ზედმეტად გამჭვირვალეობაზე.

კარგი იყო „მოქალაქეების“ ინიციატივა, რომ ყველა კანდიდატი დაასახელეს და საზოგადოებამ და პარლამენტმა შეძლო ყველა კანდიდატის მოსმენა. ახლა არის  პროცესი, რომელსაც ჰქვია პოლიტიკური კონსულტაცია და ვფიქრობ, მნიშნელოვანია, რომ მხარეებმა დაილაპარაკონ.  არც ერთ ფრაქციას ცალკე არ აქვს უმრავლესობა, ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ერთადერთი ფრაქცია, რომლის გარეშეც ვერ მოხდება ომბუდსმენის არჩევა, არის „ქართული ოცნება“. თავიდანვე საუბარი იყო იმაზე, რომ უნდა გვყავდეს კანდიდატი, რომელიც თანაბრად მისაღები იქნება კვალიფიციური უმრავლესობისთვის, ყველასთვის“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

მსგავსი თემები