სტამბოლში ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი გამოიყენეს

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, სტამბოლში მოწყობილი ტერაქტის დროს ასაფეთქებლად ტროტილი გამოიყენეს.  სულეიმან სოილუს თქმით, სამართალდამცველებმა დააკავეს ტერაქტის მოწყობასთან დაკავშირებული 46 ეჭვმიტანილი.

„მათ შორის იყო ტერორისტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა ტერაქტის შემსრულებლის ლიკვიდაცია. ის რომ არ დაგვეკავებინა, უკვე დღეს გაიქცეოდა საბერძნეთში“, – განაცხადა სოილუმ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ტერაქტის უშუალო შემსრულებელმა ქალმა დაკითხვის დროს აღიარა, რომ ის თურქეთში ქურთ მუშათა პარტიის წევრებმა და სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთებმა გაგზავნეს.

ცნობისთვის, 13 ნოემბერს მომხდარს ტერაქტს 8 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 81 მოქალაქე.

მსგავსი თემები