უკრაინის პრეზიდენტმა რადას საომარი მდგომარეობისა და მობილიზაციის გახანგრძლივების კანონპროექტები წარუდგინა

უკრაინის პრეზიდენტმა უმაღლეს რადას საომარი მდგომარეობისა და საყოველთაო მობილიზაციის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტები წარუდგინა.

პარლამენტში დარეგისტრირდა შესაბამისი კანონპროექტები „უკრაინაში საომარი მდგომარეობის ვადის გაგრძელების შესახებ“ No8189 და „ზოგადი მობილიზაციის ვადის გაგრძელების შესახებ“ No8190 ბრძანებულებების დამტკიცების შესახებ.

გადაწყვეტილება რადამ შესაძლოა მომდევნო პლენარულ სხდომაზე მიიღოს

დამტკიცების შემთხვევაში, უკრაინაში საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია შეიძლება კიდევ 90 დღით – ანუ 2023 წლის 19 თებერვლამდე გაგრძელდეს.

 

მსგავსი თემები