,,არ შეიძლება ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს”- გია ვოლსკი

,,არ შეიძლება ნიკა გვარამია პოლიტიკური პატიმარი იყოს, რადგან დანაშაული, რაზეც არის საუბარი, არანაირ პოლიტიკურ გარემოებებს არ ეხება,” – ამის შესახებ  პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოდგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი.

,,არც ნიკა გვარამიას და არც მის თანაგუნდელებს არასდროს დაუმალავთ, რომ საჭირო იყო ქართული საზოგადოების გაწრთვნა და ჭკუაზე მოყვანა. პოლიტიკა და მედიასაშუალება ის ადგილი არ არის, რომელიც ადამიანს თავშესაფრად გამოდგება, თუკი მას კონკრეტული დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორი ბეგრაუნდიც არ უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ პიროვნებას, დანაშაული არის დანაშაული! სამწუხაროა, რომ დანაშაული ჩადენილია მაშინ, როცა “რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საერთაშორისო პოლემიკა და ბოლოს სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები