,,როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონია,” – ასე  აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ნიკა გვარამიას შეწყალებასთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტისთვის 12 ევროპარლამენტარის მიმართავას.

მისი თქმით, ”ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადება ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება“.

„შეგახსენებთ, როდესაც გვარამია ქალ პრეზიდენტს უწოდებდა რეზიდენტს, სხვა სიტყვებს არ გავიმეორებ, ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს არც ერთი შენიშვნა არ ჰქონიათ ამასთან დაკავშირებით, კომენტარიც არ გაუკეთებიათ. დღეს ისინი ამ რეზიდენტს, გვარამიას სიტყვებს ვიმეორებ, სთხოვენ გვარამიას შეწყალებას, რაც რბილად რომ ვქთვათ ყველაფრის დამახინჯებაა, რაც უკავშირდება ქართულ პოლიტიკას. ოდიოზური ევროპარლამენტარების განცხადება ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ შვიდი მილიონის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება სრულიად არარელევანტურია.

„ნიკა გვარამია არის რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და შესაბამისად, ეს ოპოზიციური პარტიები სუბიექტურად არიან დაინტერესებული, რომ გვარამია სწორედ ასე მოიხსენიონ, როგორც პოლიტიკური პატიმარი. სინამდვილეში ყველამ იცის რაშიც იყო საქმე. კერძოდ, ეს ადამიანი ძარცვავდა ტელეკომპანიას, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა გადაეცა კანონიერი მფლობელისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შვიდი მილიონის ძარცვის პირობებში, ვინმეს პოლიტპატიმრად მოხსენიება არის სრულიად არარელევანტური“, – განაცხადა კობახიძემ.

 

12 ევროპარლამენტარი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

მსგავსი თემები