,,რუსეთს მხოლოდ 120 ისკანდერი დარჩა” – უკრაინის თავდაცვის დაზვერვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელის ინფორმაციით, უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისთვის რუსეთმა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% უკვე გამოიყენა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთს მხოლოდ 120 ისკანდერი დარჩა.

ამასთან, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ შეიტყო კრემლის გეგმების, კერძოდ ირანიდან Fateh-110 და Zofaghar  ბალისტიკური რაკეტების შეძენისა და მათი საჰაერო გზით ყირიმში და ზღვით კასპიის ზღვაში გაგზავნის შესახებ.

მსგავსი თემები