„ველიკალეპნაია ტროიკა“ დავარქვათ”- ზარქუა ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე

„ველიკალეპნაია ტროიკა“ დავარქვათ. მკვდარი მკვდარს აეკიდაო, ამათ რა უნდა ქნან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ „გირჩი – მეტი თავისუფლებას”, „დროას” და „სტრატეგია აღმაშენებლის” ერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები ”ხელმოცარულები იყვნენ, როცა პარლამენტში იყვნენ და ამიტომაც დატოვეს”.

„ხელმოცარულები იყვნენ, როცა პარლამენტში იყვნენ და ამიტომაც დატოვეს და ახლა გარეთ რა უნდა ქნან?! კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ ყველას, როგორც კი გადააბიჯებენ და ჩვენს ახალგაზრდებს და მოქალაქეებს შეცდომაში შეიყვანენ, ვითომ რევოლუციას რომ ამზადებდნენ და მერე რომ მიატოვეს, მიაგდეს ის ახალგაზრდები და გვერდზე გადგნენ – ჩვენ არაფერ შუაში ვართო, პასუხს აგებენ იმიტომ, რომ ამ ქვეყანას არ სჭირდება ქაოსში და რევოლუციურ სცენარებში შესვლა, ამის საფუძველი არ არსებობს. ამ ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, მეორე ფრონტში რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, მათ შორის შიდა მავნებლებმა არ შეიყვანონ. ჩვენ ამ ფონს გავალთ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ვერ ეღირსებით, რომ ეს ქვეყანა არიოთ იმიტომ, რომ ამ ქვეყნის ინტერესებშია ევროინტეგრაცია, 12 პუნქტის შესრულება და მმართველი პარტია ამას ასრულებს“, – აღნიშნა ზარქუამ.

მსგავსი თემები