,,წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

„წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზამთარი,”- ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩიმ განაცხადა.

მისი თქმით, ხერსონისთვის ბრძოლა გადამწყვეტი იქნება უკრაინის ომში.

„წინ რთული დრო გველის, მომავალი ზამთარი კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე მიმდინარე წლის ზამთარი, რადგან წინ გვაქვს სტალინგრადის ბრძოლა, გადამწყვეტი ბრძოლა უკრაინის ომში, ბრძოლა ხერსონისთვის, რომელშიც ორივე მხარე იყენებს ათასობით ტანკს, თვითმფრინავსა, არტილერიას“, – განაცხადა ვუჩიჩიმ.

სერბეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთი ფიქრობს, რომ ამ გზით ის რუსეთს გაანადგურებს, რუსეთი კი ფიქრობს, რომ დაიცვას ის, რაც ომის დასაწყისში დაიკავა.

 

მსგავსი თემები