ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას აფრთხილებს, ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც მზად იყვნენ

კიევის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლეობას აფრთხილებს ყველაზე ცუდი სცენარისთვის იყვნენ მზად, თუ ქალაქი წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩება.

,,ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი სითბოს, ელექტროენერგიის, წყალმომარაგების გარეშე დარჩეს და საერთოდ, უნდათ, რომ ყველა დავიხოცოთ. ეს მათი ამოცანაა. და რამდენად კარგად გავუძლებთ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ვართ მომზადებული სხვადასხვა სცენარისთვის… ამიტომაც უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა კლიჩკომ.

კლიჩკოს განცხადებით,  ის რასაც რუსეთი აკეთებს, არა ომი, არამედ ტერორიზმი და გენოციდია.

 

მსგავსი თემები