დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია კოლხურ კოშკში ისევ ვერ ბრუნდება. აღნიშნულის მიზეზი კი მისი დედა, მანანა გამსახურდიაა, რომელმაც შვილის ავადმყოფობის პერიოდში კოშკის ჭიშკრის საკეტი შეცვალა და მის მეტი კოშკში ვერავინ შედის.
რაც შეეხება ცოტნე გამსახურდია, რომელიც მძიმედ დაჭრეს, რეაბილიტაციას ამჟამად წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. მის მკურნალობა-რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს თითქმის 12 თვიანი მოლაპარაკება დასჭირდა გერმანულ მხარესთან, რომ ცეტნესთვის სპეციალური ეტლი დაემზადებინათ, რომელიც მას რეაბილიტაციასა და მოძრაობის ხელახლა სწავლაში ეხმარება.
მადლობის სანაცვლოდ კი, მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მტავრობის სხვა წევრები, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასგან წყევლა-კრულვას ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ.
„ის ეტლი მოხმარდეს მას და იმაზე უარესი, რომ ეტლიც არ დასჭირდეს. ფორთხვით იაროს მიწაზე“, – ასე წყევლის მანანა არჩვაძე-გამსახურდია მინისტრს ბურჭულაძეს ცოტნესთვის ეტლის დამზადების გამო.
მიზეზი კი ის არის, რომ ცოტნე გამსახურდიას დედა ამტკიცებს, რომ ცენტრში მის შვილს წამლავენ, ცუდად უვლიან და ცოტნეს მისთვის „გადაცემას“ ითხოვს.
სპეციალურად ცოტნესთვის დამზადებულ მრავალფუნქციურ ეტლთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაც აკეთებს და ამბობს, რომ მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.
„ეს მრავალფუნქციური ეტლი მხოლოდ გერმანიაში მზადდება. უღრმესი მადლობა ბატონო ჯუანშერს, ასევე თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი დიპლომატიური უწყების ყველა წარმომადგენელს, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ ეტლის შეძენასა და საქართველოში გადმოგზავნაში” – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.
მინისტრს და მთავრობას დახმარებისთვის მადლობას ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდიაც უხდის.
მანანა არჩვაძე-გამსხურდიას არაერთი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი, სადაც, ხან ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ხან შვილს – გიორგი გამსახურდია, ხან ვის და ხანაც – ვის უჩივის.