თვითმფრინავი “ვიქტორიას ტბაში” ჩავარდა

ტანზანიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელიც ვიქტორიას ტბაში ჩავარდა. თვითმფრინავი სამგზავრო იყო შესაბამისად, სავსე იყო მგზავრებით.

ჩამოვარდნა კი მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ქალაქ ბუკობას აეროპორტში დაშვებას ცდილობდა. ჩამოვარდნის მიზეზი კი წინასწარი მონაცემებით, ქარიშხალი გახდა.

მხოლოდ 15 მგზავრის გადარჩენა მოხერხდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა თვითმფრინავში. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.

 

მსგავსი თემები