„უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი მთავარ პრიორიტეტად ისევ ცის დაცვას აყენებს და აცხადებს, რომ ამ მიმართულებით კარგ ამბებს ელოდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში მთავარსარდლებთან ჩატარებულ სხდომაზეც ისაუბრა.

„უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით. ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი მიწოდებას ეხება: ტექნიკა, საბრძოლო მასალა, კავშირი, ზამთრის ნივთები.  განვიხილეთ სარაკეტო და დრონების ტერორისადმი წინააღმდეგობა – უკვე არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შედეგები, ჩამოგდების პროცენტი გაიზარდა, მაგრამ სამუშაო ჯერ კიდევ რჩება”, – აღნიშნა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე შეფასებით, მთავარია უკრაინის ცის სრული დაცვა. ასევე, მან განაცხადა, რომ უახლოეს კვირებში, უკრაინას კარგი ამბები ელოდება საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ.

მსგავსი თემები