„თუ პუტინმა გაიმარჯვა, ეს მთელ მსოფლიოს მიაყენებს ზიანს“ – იენს სტოლტენბერგი

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთის მხრიდან ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა დაბალია. თუმცა, ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით, ეს არ ნიშნავს ყურადღების მოდუნებას და დაკვირვების პროცესის შეჩერებას.

„რუსეთის მიერ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მაღალი არ არის, მაგრამ შედეგები უზარმაზარი იქნება, ამიტომ ჩვენ ამას ძალზე სერიოზულად ვეკიდებით,“ – აცხადება სტოლტენბერგი თურქულ ტელეარხთან.

მისივე შეფასებით, ბირთვული იარაღი კონფლიქტის ბუნებას რადიკალურად შეცვლის.

„პუტინმა არასათანადოდ შეაფასა უკრაინის მიმართ ნატოს მხრიდან მხარდაჭერა და სტრატეგიული შეცდომები დაუშვა. თუ პუტინი გაიმარჯვებს, ეს იქნება არა მხოლოდ უკრაინის კატასტროფა, ეს მთელს მსოფლიოს მიაყენებს ზიანს. ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ და არა პუტინმა,“ – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

 

მსგავსი თემები