გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში იმყოფება

მინისტრი მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. მინისტრმა კიევის რკინიგზის სადგურში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინის გვერდითაა.

ერთ-ერთი მიმართულება, რაშიც გერმანია უკრაინას დაეხმარება, მართლმსაჯულების სისტემაა.

დაგეგმილია მინისტრის ოფიციალური შეხვედრები. ბუშმანი პრეზიდენტ ზელენსკისაც შეხვდება, სადაც განიხილავენ ევროკავშირში მიღების საკითხსაც.

როგორც უკრაინის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, ერთ-ერთი მთავარი მიზანია, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიაზე მიაღწიონ რეზოლუციის მიღებას, რომელიც ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურების მიზნით ფონდის შექმნას შეეხება.

ბუშმანის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობამ რუსეთს თავისი ადგილი უნდა მიუჩინოს.

მსგავსი თემები