,,მამალაძის მსჯავრდებასთან, ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა”- ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება. მისი თქმით, სტრასბურგის სასმართლომ დაადგინა, რომ მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასმართლომ ასევე დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება.

„დღეს გამოცხადდა და საჯარო გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასმართლომ გაიზიარა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პოზიცია და დაადგინა, რომ მსჯავრდებულ მამალაძეს სრულად ჰქონდა უზრუნველყოფილი სამართლიანი სასამართლოს უფლება. მისთვის ბრალეულობის საკითხი სავსებით სწორად იყო განსაზღვრული. ეს შესაბამისი მტკიცებულებებით იყო გაჯერებული და მთლიანობაში, ამ პირის მსჯავრდებასთან და ბრალეულობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დასმულა.

სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნები სადაც დასვა, ეს შეეხება პროცედურულ საკითხებს, ცალკეული სახის საჯაროდ ხელმისაწვდომ ინფორმაციას. ასევე, სასმართლო სხდომის დახურვასთან დაკავშირებით იყო საუბარი, რომ სასამართლოს უნდა ემსჯელა, შეიძლებოდა თუ არა, უფრო მსუბუქი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, რომ არა სასამართლო სხდომის დახურვა. რამდენიმე პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით დადგინდა დარღვევა. მთლიანად, შინაარსობრივად პირის ბრალეულობასთან და მის მსჯავრდებასთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასმართლომ საქართველოს სახელით გამოტანილი გადაწყვეტილებების შინაარსობრივი მხარე გაიზიარა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

მსგავსი თემები