რაზე შეთანხმდნენ გაერო, უკრაინა და თურქეთი?!

გაეროს, უკრაინისა და  თურქეთის შეთანხმების შედეგად, ჰუმანიტარული დერეფანი, რომელიც ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების ფარგლებში მოქმედებდა, 2 ნოემბერს დახურული იქნება და ხომალდების გადაადგილება შეჩერდება.

ერთობლივი განცხადებით,  თუ რუსეთის მხრიდან ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებაში მონაწილეობის შეჩერების შემდეგ გემები იმოძრავებენ, ეს იქნება დროებითი და ექსტრაორდინალური ზომა.

ასევე ცნობილია, რომ თურქეთის ჩართულის ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე პუტინის მხრიდან. ორ პრეზიდენტს შორის აღნიშნულ თემაზე საუბარიც კი შედგა.

როგორც პუტინმა ერდოღანთან შეხვედრისას აღნიშნა, ის უკრაინისგან გარანტიებს ითხოვს, რომ უკრაინა სტამბოლის შეთანხმებას დაიცავს.

თურქული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტი მაქსიმალურს ეცდება, რომ უკრაინიდან მარცვლეულის უსაფრთხო  ექსპორტი განხორციელდეს.

 

მსგავსი თემები