უკრაინა ირანს რუსეთის მხარდაჭერასა და იარაღების მიწოდებაში ადანაშაულებს

უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ნოემბერში ირანიდან რუსეთში  200 საბრძოლო დრონის გაგზავნა იგეგმება. უკრაინული მხარე დრონების მოდელსაც ასახელებს, რაც ირანმა რუსეთს უნდა მიაწოდოს.

საუბარია Shahed-136, Mohajer-6 და Arash-2 ტიპის ირანულ საბრძოლო დრონებზე.

„უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდება კასპიის ზღვის გავლით ასტრახანის პორტში მოხდება. დრონები დაშლილ მდგომარეობაში გაიგზავნება. მომავალში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ თავიდან ააწყობენ, გადაღებავენ და რუსულ მარკირებას გაუკეთებენ”, – აღნიშნულია უკრაინული დაზვერვის ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები