,,პრაიმერიზი დღეს ვინმეს თუ აწყობს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“- ნიკა მელია

,,ვინმეს თუ დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“, ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს,” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი გეგმის განხორციელება ჩიხში ოპოზიციას შეიყვანს და არა ხელისუფლებას.

„ნაციონალური მოძრაობა“ მომართულია თანამშრომლობისთვის ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, ვისაც რეალურად სურს ცვლილება ამ ქვეყანაში და ვინც რეალურად უპირისპირდება ოლიგარქიული ტიპის მმართველობას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიასთან გამონაკლისის გარეშე უნდა მოხდეს თანამშრომლობა, რათა მიტაცებული სახელმწიფო დაუბრუნდეს ხალხს. რაც შეეხება კონკრეტულ პრაიმერიზს, თუ ვინმეს დღეს აწყობს პრაიმერიზი, თუ ვინმეს აწყობს შეჯიბრებითობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რაც უცხო ნამდვილად არ არის „ნაციონალური მოძრაობისთვის“, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა ტიპის ნომინაციაში გაიმარჯვებს მარტივი მიზეზის გამო და ამ მიზეზებს ახლა არ ჩამოვთვლი, მაგრამ მოემსახურება ეს საერთო მიზანს? იქნება ეს შედეგზე ორიენტირებული სვლა? ვფიქრობ, ამ ნაბიჯით ივანიშვილის ოლიგარქიული წყვდიადი არ გაქრება“, – განაცხადა მელიამ.

მსგავსი თემები