„კეზეროვიჩების“ განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო”- კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძეზე” სამუშაოები დასრულებულია. მისივე თქმით,  როგორც კი დასრულდება „გოცირიძის“ მეტროს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება.

“კეზეროვიჩების” განცხადებები ნამდვილად არ არის საინტერესო. რაც შეეხება „გოცირიძის“ მეტროს, სამუშაოები დასრულებულია და მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღების პროცესი. როგორც კი დასრულდება ექსპლუატაციაში მიღების პროცესი მაშინვე გაიხსნება”,- განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორმა, ლაშა ფარულავას განაცხადა: „ის, რომ მეტროსადგური „გოცირიძე“ ჯერ კიდევ არ არის გახსნილი, ნათელი დადასტურებაა, როგორ ჭაობშია თბილისის მერია – კორუფციის, გულგრილობის, უპასუხისმგებლობის “ . მისივე თქმით, მეტროსადგურ „გოცირიძის“ რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება კომპანია „მამისონთან“ გასულ წელს გაფორმდა და სამუშაოები 7 თვეში უნდა დასრულებულიყო, თუმცა აღნიშნული მეტროსადგური მგზავრებს ჯერ კიდევ ვერ ემსახურება.

მსგავსი თემები