,,8 საათი იდგა ოპერაციაზე, ცუდად გახდა მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა”- ექიმი პროფესიული მოვალეობის შესრულებას ემსხვერპლა

ზესტაფონში, ქირურგი, რომელიც  23 წლის დაჭრილი ბიჭის გადარჩენას ცდილობდა, ოპერაციის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი  “ყველაფერი მედიცინაზე” ავრცელებს.

,,ეს არის კაცი, რომელიც 8 საათი იდგა ოპერაციაზე, ოპერაციის მიმდინარეობისას თავად გახდა ცუდად მაგრამ ვერ შეწყვიტა ბრძოლა ახალგაზრდა სიცოცხლის გადასარჩენად.

ბატონი როსტომ შველიძე პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა, გვერდის ადმინისტრაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უსამძიმრებს ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და სრულიად ქართულ სამედიცინო საზოგადოებას.

ყოველთვის გვემახსოვრებ, რომ შენ აირჩიე ფიცის ერთგულება, სიცოცხლის ფასად”, – წერია გავრცელებულ პოსტში.

ცნობისთვის, მკვლელობა ზესტაფონში, გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა, მას წინ უძღოდა ორ პირს შორის დაპირისპირება. თანასოფლელმა ახალგაზრდა ბიჭი სანადირო თოფით დაჭრა, ჭრილობები სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა და ის კლინიკაში გარდაიცვალა. მომხდარზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

 

მსგავსი თემები